понедельник, 17 февраля 2014 г.

                     

სასწავლო პროექტის გეგმ

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მაკა ტუღუში
რაიონი
ბათუმი
სკოლა
მე-11 საჯ. სკოლა
ქალაქი
ბათუმი
თემის  მონახაზი
ი.გოგებაშვილის მიხედვით ,,თამარ მეფე
 თამარ მეფე.მეფეთ მეფე და  დედოფალი
  თემის შინაარსი
მოსწავლეები გაეცნობიან თამარის  მეფობას. მოიძიებენ მასალებს მისი მეფობის შესახებ. შეხვდებიან სკოლის ბიბლიოთეკარს და წინასწარ მომზადებული მასალის მიხედვით გამართავენ მინი ლექციას თემაზე ,,თამარი ხალხურ შემოქმედებაში”. გამოსცემენ კედლის გაზეთს და გააკეთებენ პროექტის პრეზენტაციას.
საგანი
ქართული ენა,მათემატიკა,ხელოვნება,ისტ. მუსიკა
 მე-3 კლასი
პირველი საფეხური მე-3კლასი.
განხორციელების დროის ჩარჩო
სამი კვირა
თემის საფუძვლები სტანდარტები.
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატუ-რული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა .    
ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძ-ლია სხვადასხვა სახის საინ-ფორმაციო ხასიათის ილუს-ტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტის საბავშვო ენციკლო-პედიიდან,  მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხური-ანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
მათ. III.1. მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.
მათ. III.11. მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან
დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.
ს.გ.III.1.მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.

ისტ.ტექნ.1.1.მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.

1.3.შეუძლია ისტ.პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.






მოწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მოსწავლეები აწარმოებენ დღიურს, არაფორმალურ და სასწავლო პროცესის განმსაზღვრელ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ამასთანავე, შეკითხვების დასმა მთელი პროექტის მანძილზე დისკუსიების წარმართვას, სწავლის პროცესის მონიტორინგს და აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებას უზრუნველყოფს.
პროექტის საწყის ეტაპზე,გონებრივი იერიშისა და ვ-მ-ვ-ის ცხრილის  გამოყენებით, შეფასდება მოსწავლეების მიერ თამარის მეფობის პერიოდის  საბაზისო ცოდნა.  პროექტის მსვლელობისას  შემეცნების და პროგრესის მონიტორინგისთვის, ჯგუფის სხვა წევრებთან შეხვედრამდე, მოსწავლეები გამოიყენებენ თვითშეფასების ფორმებს  მიზნების ფორმულირებისთვის და თავიანთი მითის გასაანალიზებლად. პროექტის რუბრიკა აქტიურად გამოიყენება მოსწავლეების და მასწავლებლის მიერ მუშაობის პროცესში მითითებების მისაცემად და  ნაშრომების შესაფასებლად. თანატოლთა და მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განხილვები შუალედურ ეტაპზე მოსწავლის ნაშრომის შეფასების  და საბოლოო პროდუქტის რედაქტირებისთვის გამოიყენება. მოსწავლეები, რომლებიც ვიკის ვებგვერდს შექმნიან, შესაბამისი რუბრიკით სარგებლობენ სამუშაო პროცესის მონიტორინგისთვის. თითოეული საკითხის დასრულების შემდეგ შესაბამისი დრო დაეთმობა მოსწავლეების მიერ შესწავლილი თემების და  წარმოდგენილი გმირის  ანალიზს.  პრიორიტეტების მიხედვით დაწყობილი ამოცანები, რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია თემის ფარგლებში და რომელთაც მოსწავლეებმა თემის დამთავრების შემდეგ უნდა მიაღწიონ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის გმირობა?
თემატური კითხვები
1.რომელი ქართველი გმირების შესახებ გსმენიათ?
2.რა იცით გმირი მეფეების შესახებ
შინაარსობრივი კითხვები
1.როგორაა აღწერილი თამარისდოინდელი        საქართველო?
2.რა წვლილი შეიტანა თამარმა საქართველოს გაძლიერების საქმეში?
3.როდის მეფობდა თამარი?
4.რით გამოხატა თამარის მიმართ ხალხმა თავისი სიყვარული და       თაყვანისცემა.

შეფასების გეგმა
  შეკითხვების დასმა გამოიყენება პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, რაც მოსწავლეებს აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებაში და თემატიკის ანალიზში ეხმარება. პროცესი საბაზისო ცოდნის შეფასებით იწყება, ვ-მ-ვ (ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე) ცხრილის გამოყენებით. სამუშაო ჟურნალებში ჩანაწერების ხარისხი და მოსწავლეების მონაწილეობა დიაგრამების და საკლასო წიგნების შემუშავებაში, უზრუნველყოფს მასწავლებლის და მოსწავლეების დახმარებას პროგრესის  და თემატიკის გაგების მონიტორინგში.  დავით აღმაშენებელის  შესახებ მოძიებულ ინფორმაციას ინდივიდუალურად იწერენ დღიურებში.დაკვირვების ჯგუფური კონფერენციები ემსახურება სამუშაოს შეფასებას და პროგრესის  მონიტორინგს.   მუშაობის პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად გამოვიყენე საინფორმაციო   ბიულეტენის კრიტერიუმების ჩამონათვალი. სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალი კი, მოსწავლეების მიერ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული სტანდარტების გაგების და შესრულების დოკუმენტირებას უზრუნველვყოფ.  გამოვიყენებ პროექტის რუბრიკას  პროექტის  შესაფასებლად. დაუბრუნდით ვ-მ-ვ ცხრილს, პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის შესაფასებლად და მოსწავლეების მიღწევებზე ფოკუსირების მიზნით.

.
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










გონებრივი იერიში, ვ-მ-ვ-ის ცხრილი,

კითხვა-პასუხი

მოიძიებენ მასალას და მოახდენენ კლასიფიკაციას.
ეწვევიან სკოლის ბიბლიოთეკას და გაეცნობიან თამარზე შექმნილ ხალხურ ლექსებს.
მოამზადებენ მასალას ბროშურისა და კედლის გაზეთის გამოსაცემად.
მოინახულებენ თამარ მეფის სახ.ეკლესიასა და თამარის ხიდს.
ვ-მ-ვ ცხრილი.
კითხვა-პასუხი.
მოამზადებენ სლაიდებს თამარ ის მეფობისა და მასზე შექმნილი ლექსების  შესახებ.

გააკეთებენ სქემას ბასიანის ომის შესახებ და მოახდენენ მის შეფასებას.
დაამზადებენ ბროშურას.გააკეთებენ ჩანაწერებს.
ვ-მ-ვ-ის ცხრილი,






შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
 მიმართულების მიმცემი საკვანძო და აზროვნების ზედა დონის სხვა შეკითხვების გამოყენებით მოსწავლეებისათვის კითხვების დასმა ხელს უწყობს მათი აზროვნების გააქტიურებასა და მოდულის მიმდინარეობისას დისკუსიების წამოწყებას. მეფე თამარის შესახებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნის გამოსავლენად, საკუთარი შეკითხვების სიღრმისეული გამოკვლევისა და შესწავლის ხელშესაწყობად, და ასევე სწავლების შესაფასებლად და დასაფასებლად გამოიყენება „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ ცხრილი. ბროშურაზე მომუშავე მოსწავლეებს სწორი მიმართულების მიცემისთვის, საბოლოო ნამუშევრის ჩაბარებამდე კი, ურიგდებათ კრიტერიუმების ჩამონათვალი  ბროშურისთვის და რუბრიკა თამარ მეფის  შესახებ. რუბლიკის საფუძველზე ხდება მოსწავლეთა ბროშურების შეფასება. მოსწავლეების მოსწრების შესაფასებლად, ასევე, გამოიყენება წერითი შეფასება, საქაღალდის შიგთავსი და არაფორმალური დაკვირვებები. საქაღალდეების არაფორმალური შემოწმების მეშვეობით, შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ მოსწავლეები ასრულებენ დავალებულ სამუშაოს და სათანადოდ ითვისებენ მიწოდებულ მასალას.

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ფლობს კომპიუტერით სარგებ;ლობის უნარ-ჩვევებს;
·         მუშაობს ვორდში;
·         იცის ინტერნეტით სარგებლობის წესებს;
·         შეუძლია შექმნას ცხრილები;
·         ქმნის ბიბლიოგრაფიას;
·         შეუძლია მოიძიოს ვიდეო და აუდიო მასალა და შეინახოს.
სასწავლო პროცედურები
Iკვირა დავავალებ მოიძიონ მასალები,ცნობები თამარის მეფობის შესახებ და  მოახდინონ მათი კლასიფიკაცია.
IIკვირა ეწვევიან თამარ მეფის სახელობის ეკლესიასა და თამარის ხიდს. მოახდენენ ჩანაწერების დღიურში მათი შთაბეჭდილების ჩაწერას.
 IIIკვირა დავყოფ კლასს ჯგუფებად და მოძიებული მასალებით გააკეთებენ პროექტის პრეზენტაციას სლაიდის სახით და გამოსცემენ ბროშურას.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მოსწავლეს,რომელსაც აქვს ხატვის ნიჭი დავახატინებ თამარის პორტრეტს.(მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).




მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
დავაწერინებ ესეს თამარის მოღვაწეობის შესახებ.მოვამზადებინებ სლაიდების პრეზენტაციას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
მე-3 კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო. რ.მეტრეველი,,მეფე თამარი“ ს.მაკალათია ,,თამარ მეფე’’
ინვენტარი/მასალები
ფოტო აპარატი,კომპიუტერი
ინტერნეტრესურსები
ვიკიპედოა,გგლის სურათები ვიდეო მასალას.
სხვა რესურსები
ბიბლიოთეკარი.